სამშვილდის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი, რეგულაციების დაცვით, ჩვეულ რეჟიმში დაიწყო
28-09-2020

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სამშვილდის საჯარო სკოლაში 2020-2021 სასწავლო წელი 15 სექტემბერს ჩვეულ რეჟიმში დაიწყო.

სკოლის ადმინისტრაცია მომზადებული შეხვდა გამოწვევებს, განსაკუთრებით პრევენციული ზომების დროულად მიღებას covid-19-ის წინამღდეგ.

სკოლამ სპეციალური მონიტორინგის ჯგუფის მიერ გაცემული რეკომენდაციები გაითვალისწინა და სრულიად დააკმაყოფილა, რაც სასწავლო პროცესის დროულად  დაწყების  წინაპირობა გახდა. 

„სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებამ და განახლებულმა სასკოლო ინვენტარმა სასწავლო პროცესის დაწყებას დიდი სტიმული შემატა და ენთუზიაზმით აავსო როგორც მასწავლებლები, ასევე მოსწავლეები და მათი მშობლები.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამშვილდის საჯარო სკოლა გილოცავთ 2020-2021 სასწავლო წლის დაწყებას. გისურვებთ ჯამრთელობას და  წარმატებებს სწავლაში“,-აღნიშნულია დირექციის ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203