თელავის N5 საჯარო სკოლის 22 კურსდამთავრებული სტუდენტი გახდა
25-09-2020

თელავის N5 საჯარო სკოლის კურსდამთვარებულებმა ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს.

ლაშა ბარდანაშვილმა და თამარ მაძღარაშვილმა სრული გრანტი, ხოლო ქეთა შაშიაშვილმა და ანი შაშიაშვილმა 50%-იანი დაფინანსება მოიპოვეს.

აღსანიშნავია, რომ სკოლის კურსდამთავრებულებიდან ეროვნული გამოცდები ყველამ ჩააბარა.

„საქართველოს სტუდენტთა რიგებს შეემატა ჩვენი სკოლიდან 22 კურსდამთავრებული.  სკოლის დირექცია მათ ულოცავს ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას და უსურვებს ულევ წარმატებას“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203