ბათუმის N18 საჯარო სკოლის პედაგოგებმა სტატუსი აიმაღლეს
25-09-2020

ბათუმის N18 საჯარო სკოლის პედაგოგებმა სტატუსი აიმაღლეს. პედაგოგებს - ლალი ჩორგოლაშვილს, ინგა კონცელიძეს, მაია დავითაძეს, ინდირა პაპუნიძეს, ხათუნა ტაკიძეს წამყვანის, ხოლო ნანა ჭელიძეს და ნათია ნიკოლაძეს უფროსის სტატუსი მიენიჭათ. 

სკოლის დირექცია მასწავლებლებს პროფესიულ წინსვლას ულოცავს. 

„ვულოცავთ სკოლის პედაგოგებს - ლალი ჩორგოლაშვილს, ინგა კონცელიძეს, მაია დავითაძეს, ინდირა პაპუნიძეს, ხათუნა ტაკიძეს წამყვანის და ნანა ჭელიძეს და ნათია ნიკოლაძეს უფროსის სტატუსის მინიჭებას“,- ნათქვამია მისალოც წერილში. 

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203