„დეხვირის საჯარო სკოლა ხელს უწყობს ადგილობრივი კადრების დასაქმებას“ - სკოლამ კონკურსის გზით ორი ახალი პედაგოგი მიიღო
25-09-2020

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირის საჯარო სკოლაში ახალი 2020-2021 სასწავლო წელი, საკლასო სივრცეში განახლდა.

სკოლამ ორი ახალი, კონკურსის გზით შერჩეული ახალკურსდამთავრებული, ახალბედა მასწავლებლები მიიღო: გვანცა ჭაბუკიანი, რომელსაც გავლილი აქვს დაწყებითი საფეხურის 60 კრედიტიანი პროგრამა და თამარ ჩაკვეტაძე, რომელმაც საგნის გამოცდა წარმატებით ჩააბარა.

სკოლა ახალგაზრდა მასწავლებლებს პროფესიული განვითარების გზაზე წარმატებას უსურვებს.

„დეხვირის საჯარო სკოლა ხელს უწყობს ადგილობრივი კადრების დასაქმებას, რაც დემოგრაფიული  პრობლემების მოგვარების კიდევ ერთი ნათელი გზაა. წარმატებებს ვუსურვებთ ახალგაზრდა მაძიებელ პედაგოგებს პროფესიული განვითარების გზაზე“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203