ახალქალაქის N4 საჯარო სკოლის მასწავლებლებმა სტატუსი აიმაღლეს
25-09-2020

ახალქალაქის N4 საჯარო სკოლის პედაგოგები პროფესიულ წინსვლაზე ზრუნავენ. 

სულ სკოლას ჰყავს 51 პედაგოგი. 10 პედაგოგს გასულ სასწავლო წელს მიენიჭა უფროსი მასწავლებლის სტატუსი. ხოლო 2020-2021 წლის შემოდგომის სემესტრში სამმა პედაგოგმა აიმაღლა კვალიფიკაცია. ესენი არიან: სუსანნა დარბინიანი (ბიოლოგია), ჯემა ნახატაკიუანი ( გეოგრაფია) და მანიკ ეზოიანი ( ინგლისური ენა).

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203