ოზაანის საჯარო სკოლის მოსწავლეებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები ესტუმრნენ
25-09-2020

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ოზაანის საჯარო სკოლის მოსწავლეებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები ესტუმრნენ. შეხვედრა ძალიან საინტერესო და შთამბეჭდავი იყო.

„ეს დღე არასოდეს დაავიწყდებათ ოზაანის საჯარო სკოლის მოსწავლეებს. სკოლას ესტუმრნენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები: მამუკა კვარაცხელია, მწვრთნელი თენგიზ კაცია, კახეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გოჩა როსტომაშვილი.

მათ პატარებს ასწავლეს სპორტული ილეთები, ათამაშეს ბავშვები, აჩუქეს სპორტული მაისურები და ბურთები დიდი სითბოთი და სიყვარულით“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203