ხაშურის N7 სკოლის ეკოკლუბის წევრები ბანას სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე გამწვანების აქციის შედეგების გასაცნობად იმყოფებოდნენ
25-09-2020

ხაშურის N7 საჯარო სკოლის ეკოკლუბი ბანას სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე იმყოფებოდა. მოსწავლეები საინტერესო პროექტებში არიან ჩართულნი.

„22 სექტემბერს, პროექტის „ქალები ჯანსაღი გარემოსათვის“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია „ქალთა ფონდი საქართველოში“ მიერ, მორიგი შეხვედრა გაიმართა.

საპროექტო გუნდი, ბენეფიციარებთან ერთად პროექტით გათვალისწინებული გამწვანების აქციის შედეგების გასაცნობად, ბანას სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე იმყოფებოდა, სადაც წინა პერიოდში მოხდა ნერგების დარგვა.

შეხვდრისას მოხდა ნარგავების დათვალიერება და დაიგეგმა სამომავლო ღონისძიებები!

შეგახსენებთ, რომ ჩვენი სკოლის ეკოკლუბი პროექტს დასაწყისშივე აქტიურად შეუერთდა.

სკოლის სახელით, მადლობას ვუხდით პროექტის ორგანიზატორებს საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობების ერთობლივად განხორციელებისთვის“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203