მულახის საჯარო სკოლაში ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ I ტური, რეკომენდაციების დაცვით, ჩატარდა
25-09-2020

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახის საჯარო სკოლაში ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ I ტური ჩატარდა.

24 სექტემბერს მესტიის  მუნიციპალიტეტის სკოლებში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2020-2021 სასწავლო წლის სეზონის I ეტაპის ტესტირება ჩატარდა.

შესარჩევ ტურს თითოეულ სკოლაში სპეციალურად შერჩეული „ეტალონის“ პედაგოგები უწევდნენ ორგანიზებას. ისინი დააკვირდნენ ტესტირების პროცესს და შეაფასეს მოსწავლეთა ტესტები.

II ეტაპზე გადასული მოსწავლეები ერთმანეთს „მესტიის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მოპოვებაში შეეჯიბრებიან.

„ეტალონი“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების მიერ გაცემული რეგულაციების შესაბამისად,  ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ეწვევა მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქებს და ტრადიციულად, „ეტალონელ მოსწავლეებს“ გამოავლენს. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203