განათლების სამინისტროში გერმანიის ელჩს უმასპინძლეს
06-10-2016
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩთან საქართველოში ჰაიკე ფაიჩთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მხარეებმა არსებული ერთობლივი პროგრამები განიხილეს ზოგადი, უმაღლესი და პროფესიული განათლების მიმართულებით.

ასევე ისაუბრეს მეცნიერების კუთხით თანამშრომლობის გაძლიერების თაობაზე, გამოთქვეს თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი და დასახეს სამომავლო პერსპექტივები.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203