მოხისის საჯარო სკოლაში 2020-2021 სასწავლო წელი რეგულაციების მკაცრი დაცვით დაიწყო
25-09-2020

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხისის საჯარო სკოლაში 2020-2021 სასწავლო წელი რეგულაციების მკაცრი დაცვით დაიწყო. მართალია, როგორც პედაგოგებისთვის, ასევე ბავშვებისთვის სკოლაში, ვირუსის წინააღმდეგ, რეკომენდაციების დაცვა სიახლეა, თუმცა ადმინისტრაციამ დაკისრებულ მოვალეობას კარგად გაართვა თავი და ყოველდღიურად სასკოლო საზოგადოებას სანიტარულ-ჰიგიენურად მოწესრიგებული სკოლა ხვდება.

„მსოფლიო პანდემიამ, covid 19-მა შეცვალა სასკოლო ცხოვრება. მოსწავლეებსაც და მასწავლებლებსაც უწევთ რეგულაციების დაცვა. 

სკოლის ტექ.პერსონალი აქტიურად არის ჩართული პრევენციულ ღონისძიებებში. იმედია, მთელი წლის განმავლობაში სასწავლო პროცესი სკოლაში გაგრძელდება“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203