ჯვარის N4 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეუფერხებლად, რეგულაციების დაცვით მიმდინარეობს
25-09-2020

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჯვარის N4 საჯარო სკოლაში 2020-2021 სასწავლო წელი, 15 სექტემბერს, საკლასო ოთახებში, დაიწყო.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლაში სასწავლო პროცესი შეუფერხებლად, რეგულაციების დაცვით მიმდინარეობს. სკოლის ადმინისტრაციამ ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროების მოთხოვნილი ყველა რეკომენდაცია გაითვალისწინა და დაიცვა.

„სწავლის დაწყება განსაკუთრებით პირველკლასელებს უხარიათ, მათ ახალი წიგნები და კომპიუტერი საკლასო ოთახებში დახვდათ. მასწავლებლები და მოსწავლეები იცავენ უსაფრთხოების ნორმებს, რაც განაპირობებს სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესის შეუფერხებლად მიმდინარეობას.სკოლის დირექტორი ბატონი გერონტი გოგოხია პედაგოგებთან ერთად წარმატებულ და მშვიდობიან სასწავლო წელს უსურვებს“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203