წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ I ტურის ტესტირებაში ინტერესით ჩაერთვნენ
25-09-2020

24 სექტემბერს, წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2020-2021 სასწავლო წლის სეზონის I ეტაპის ტესტირება ჩატარდა.

მოსწავლეები შესარჩევი ტურის ტესტირებაში ინტერესით ჩაერთვნენ.

ტესტირების დღესთან დაკავშირებით სკოლა წინასწარ იყო ინფორმირებული. ტესტირება სკოლაში „ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად გაიმართა.

„ეტალონი“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების მიერ გაცემული რეგულაციების შესაბამისად, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ეწვევა მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქებს და ტრადიციულად, „ეტალონელ მოსწავლეებს“ გამოავლენს. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203