
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტინისხიდის საჯარო სკოლის ადმინისტრაციამ სასწავლო წლის დასაწყისში მოსწავლეებს სიურპრიზი დაახვედრა, კერძოდ: დირექციის ინიციატივით, სკოლის ეზო და შიდა ინტერიერი მოიხატა.
„აღნიშნული სამუშაოები მიკრომეწარმე „კრეატორიუმმა” შეასრულა. დახატული ზოგიერთი ფიგურების შინაარსი დისტანციის დაცვისაკენ მოუწოდებს სკოლაში მყოფ პირებს.
პანდემიიდან 7 თვის შემდეგ სკოლას მონატრებული ბავშვები აღნიშნული სიურპრიზის გამო სიხარულს ვერ მალავდნენ“,-გვიამბობს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები