უწერის საჯარო სკოლის მოსწავლეები დასუფთავების სახალისო აქციაში ჩაერთვნენ
25-09-2020

ონის მუნიციპალიტეტის უწერის საჯარო სკოლის მოსწავლეები დასუფთავების აქციაში ჩაერთვნენ.

„5 სექტემბერს რაჭაში პირველად პლოგინგის სპორტული აქტივობა ჩატარდა. უწერის საჯარო სკოლას მოსწავლეებმაც იპლოგინგეს.

რას ნიშნავს პლოგინგი?

ეს სპორტის ეკოლოგიური სახეობაა, რომელიც სირბილთან ერთად გარემოს დასუფთავებას გულისხმობს. გახორციელებული აქტივობა სახალისო და ამავდროულად პროდუქტიანი იყო, რადგან ბავშვებმა დედამიწას 40 კილო ნაგავი მოაშორეს“,-გვიამბობს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203