მაძიებელ მასწავლებლებს eschool-ის ბაზაში სტატუსი უკვე შეეცვალათ და ისინი უკვე უფროსი მასწავლებლის სტატუსით სარგებლობენ. სტატუსის ცვლილება გუშინ საღამოდან დაიწყო. უფროსი მასწავლებლის სტატუსი იმ მაძიებელმა პედაგოგებმა მოიპოვეს, რომლებმაც მაძიებლის პროგრამა წარმატებით დაძლიეს და რომელთა შესახებაც ინფორმაცია სკოლებმა მასწავლებლის სახლს გადაუგზავნეს.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ სტატუსის უფროსმა პედაგოგებმაც აიმაღლეს და მათ წამყვანის სტატუსი
მიენიჭათ.
იხილეთ ასევე: მასწავლებლების სტატუსების ცვლილება დაიწყო - შეამოწმეთ ბაზა