
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხენთაროს საჯარო სკოლას დაქვემდებარებულ აჯამეთის სკოლას 2 წამყვანი მასწავლებელი შეემატა.
„წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა აჯამეთის კორპუსის ორ პედაგოგს. ესენი არიან ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები - ეკატერინე არევაძე და მაკა წაქაძე“,-გვიამბობს ცხენთაროს სკოლის წარმომადგენელი.