კიროვაკანის საჯარო სკოლამ ახალი სასწავლო წელი წარმატებით დაიწყო
24-09-2020

ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესაბამისად ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კიროვაკანის საჯარო სკოლამ სწავლის განახლებამდე გაიარა წინამოსამზადებელი პერიოდი და მომზადებული შეხვდა სწავლის დაწყებას.

„განათლების სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით საშუალება მოგვეცა გახარებული მოსწავლეები მიგვეღო საკლასო ოთახებში. გადავეცით სახელმძღვანელოები და რამდენიმეთვიანი ონლაინ შეხვედრების შემდგომ კვლავ პირისპირ ფორმატში დავიწყეთ სასწავლო პროცესი,“ - აღნიშნავს სკოლის დირექტორი, პეტროს აკოპიანი.

დირექტორის თქმით, სკოლის მასწავლებლები პროფესიულ წინსვლაზე ზრუნავენ. 

„სკოლაში გვაქვს სიახლეები, ჩვენი პედაგოგები ზრუნავენ საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე, გვყავს ორი უფროსი მასწავლებელი, ერთი სტატუსის ცვლილების მოლოდინში და ერთი წამყვანი მასწავლებელი“ -
აცხადებს პეტროს აკოპიანი.

დირექტორი და სკოლის პედკოლექტივი ულოცავს ქართული ენის მასწავლებელს, მ. ვახტანგიშვილს წამყვანი პედაგოგის სტატუსის მიღებას და სიმბოლურად ესწრებიან გაკვეთილებზე, რომლებსაც ახალი სტატუსით პირველად ატარებს.

სკოლის სრული შემადგენლობა დიდ იმედს იტოვებს, რომ 2020-2021 სასწავლო წელი იქნება კვლავაც საინტერესო, ხალისიანი და სიახლეებით დატვირთული წელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203