ბათუმის N10 საჯარო სკოლის პირველკლასელმა, თორნიკე ვაშაყმაძემ izrune.ge-ს ტესტი წარმატებით გაიარა
24-09-2020

ბათუმის N10 საჯარო სკოლის I კლასის მოსწავლემ, თორნიკე ვაშაყმაძემ izrune.ge- ზე 2020-2021 სასწავლო წლის პირველი „მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარება - გზა ევროპისკენ!“ სავარჯიშო ტესტი ბრწყინვალედ გაიარა. 

განსაკუთრებულად მზრუნველ მშობლებს წარმატებული შვილები ეზრდებათ.  ეს მომღიმარი, გახარებული ბიჭი თორნიკე ვაშაყმაძეა - ბათუმის N10 საჯარო სკოლის I კლასის მოსწავლე, რომელმაც ოჯახი თავისი წარმატებით კიდევ ერთხელ გაახარა.

მზრუნველი, მადლიერი მშობელი- სოფიო მარკოიძე დადებით ემოციებს გვიზიარებს:

„მოგესალმებით, მინდა გაგაცნოთ ჩემი პირველკლასელი შვილი - თორნიკე ვაშაყმაძე. თორნიკე ხშირად ხედავდა ჩემი მოსწავლეების წარმატების დიპლომებს izrune.ge-ზე და ერთი სული ჰქონდა თვითონაც როდის შეძლებდა ტესტის გაკეთებას.

წინა კვირის ინგლისური ენის ტესტი, ჩემი დახმარებით გააკეთა, დღევანდელი ტესტი კი - დამოუკიდებლად შეასრულა. ძალიან გახარებული და ბედნიერია. მადლობა izrune.ge-ს ბავშვების მოტივაციის ამაღლების ხელშეწყობისათვის“,- ამბობს სოფიო მარკოიძე.

დღეს, 24 სექტემბერს, „მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარება - გზა ევროპისკენ!“ სავარჯიშო ტესტის დღეა!

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203