მეორე ნამიკოლაოს საჯარო სკოლის პედაგოგებმა კომპეტენცია საკუთარი საგნის გარდა სხვა საგნებშიც წარმატებით დაადასტურეს
24-09-2020

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე ნამიკოლაოს საჯარო სკოლის პედაგოგებმა საგნის გამოცდები წარმატებით ჩააბარეს.

კობა ჯანაშია - ისტორიის უფროსის სტატუსის მქონე პედაგოგია, მან დაადასტურა კომპეტენცია სამოქალაქო განათლებაშიც და გახდა ამ საგნის პედაგოგი.

მაიკო ბჟალავა - ბიოლოგიის და ქიმიის მასწავლებელია. მან კომპეტენცია დაწყებითი კლასების მიმართულებით ბუნებისმეტყველებაში დაადასტურა და ამ საგნის სწავლების უფლებაც მიეცა.

ელისო გაბუნია - დაწყებითი კლასების ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგია, ზაფხულში მან ჩააბარა ქართული ენისა და ლიტერატურის VII-XII გამოცდა და მაღალ კლასებში სწავლების უფლებაც მოიპოვა.

დირექცია ულოცავს მასწავლებლებს საგნების წარმატებით ჩაბარებას.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203