ალასტანის საჯარო სკოლის დირექცია პედაგოგ ინგა ბაგრატიონს წამყვანის სტატუსის მოპოვებას ულოცავს
24-09-2020

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ალასტანის საჯარო სკოლის ქართული როგორც მეორე ენის მასწავლებელს მიენიჭა წამყვანი მასწავლებლის სტატუსი.

„ალასტანის საჯარო სკოლის დირექცია ულოცავს პედაგოგს და უსურვებს წარმატებებს საოცარ ადამიანს და მონდომებულ მასწავლებელს - ინგა ბაგრატიონს“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203