ტინისხიდის საჯარო სკოლის ხუთ პედაგოგს წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა
24-09-2020

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტინისხიდის საჯარო სკოლის ხუთმა მასწავლებელმა სტატუსი აიმაღლა. პედაგოგებს წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭათ. 

მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში დაწინაურდნენ: 

  1. მეგი ხუციშვილი- დირექტორი;
  2. ანი ნახუცრიშვილი;
  3. ნაზიკო ბერიკაშვილი;
  4. ნანა წერეთელი;
  5. მზია გამხიტაშვილი;

„ტინისხიდის საჯარო სკოლის ხუთმა მასწავლებელმა შეიცვალა სტატუსი და დამსახურებულად გახდა წამყვანი. აღნიშნული მდგომარეობა გააუმჯობესებს მასწავლებელთა მატერიალურ მდგომარეობას, რადგან სტატუსის ცვლა იწვევს სახელფასო დანამატის ზრდას“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203