
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხენთაროს საჯარო სკოლა 2020-2021 სასწავლო წელს მომზადებული შეხვდა.
სკოლამ გაიარა სანიტარულ-ჰიგიენური შემოწმება და მოცემული სტანდარტები დააკმაყოფილა. სკოლის ადმინისტრაციამ ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროს მიერ მოთხოვნილი ყველა რეკომენდაცია გაითვალისწინა.
სკოლის მოსწავლეები და მათი მშობლები, პედკოლექტივთან ერთად უსაფრთხოების წესებს მკაცრად იცავენ.