ბათუმის N14 საჯარო სკოლის მეორე კლასის მოსწავლემ, ანა არძენაძემ izrune.ge-ს ტესტი ბრწყინვალედ გაიარა
24-09-2020

ბათუმის N14 საჯარო სკოლის მეორე კლასის მოსწავლე მხიარული და მოტივირებული გოგონა ანა არძენაძე ერთ-ერთი პირველია, ვინც izrune.ge- ზე 2020-2021 სასწავლო წლის პირველი „მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარება - გზა ევროპისკენ!“ სავარჯიშო ტესტი გაიარა. 

ანა არძენაძემ ტესტირებას ბრწყინვალედ გაართვა თავი და 100 ქულა დააგროვა. 

ანა მოუთმენლად ელოდებოდა დღევანდელ დღეს და 12 საათი როგორც კი შესრულდა ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც სავარჯიშო ტესტი გაიარა. ის უკვე მზად არის 27 სექტემბრის შემაჯამებელი ტესტისთვის და წარმატების დიპლომის მოსაპოვებლად.

დღეს, 24 სექტემბერს izrune.ge- ზე 2020-2021 სასწავლო წლის პირველი „მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარება - გზა ევროპისკენ!“ სავარჯიშო ტესტის დღეა!

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203