ბუღაშენის საჯარო სკოლის ქართულის, როგორც მეორე ენის პედაგოგმა მარინე მაისურაძემ წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა
24-09-2020

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუღაშენის საჯარო სკოლის ქართულის, როგორც მეორე ენის პედაგოგმა მარინე მაისურაძემ კარიერული სქემით გათვალისწინებული ყველა აქტივობა წარმატებით გაიარა და წამყვანი მასწავლებელი გახდა.

დირექცია და თანამშრომლები მარინეს ულოცავენ მიღწეულ სტატუსს და წარმატებებს უსურვებენ.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203