ჯავშანიანის საჯარო სკოლის ორმა პედაგოგმა სტატუსი აიმაღლა
24-09-2020

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ჯავშანიანის საჯარო სკოლის პედაგოგებმა: მაია ისიანმა და მაია დარჩიაშვილმა სტატუსი აიმაღლეს და უფროსი მასწავლებლები გახდნენ.

დირექცია ულოცავს პედაგოგებს კარიერულ წინსვლას და შემდგომ წარმატებებს უსურვებს მათ.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203