ქვაბღის საჯარო სკოლაში ევროპული ენების დღე ღია სივრცეში აღნიშნეს
24-09-2020

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბღის საჯარო სკოლამ შრომის ინსპექციის შემოწმება წარმატებით გაიარა და სწავლა საკლასო ოთახებში ყველა რეკომენდაციის დაცვით განაგრძო.

შესაბამისად, ევროპული ენების დღე სოფელ ქვაბღის საჯარო სკოლაში ღია სივრცეში აღინიშნა. მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობდნენ სხვადასხვა ღონისძიებებში, როგორიც იყო - ლიტერატურული კონკურსი, ვიქტორინა, გამოიცანი მელოდია.

„გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი და საუკეთესო მოთხრობის ავტორი, რომლებიც საჩუქრებით დაჯილდოვდნენ, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით „გოეთეს ინსტიტუტს საქართველოში“ არაჩვეულებრივი რესურსებისთვის.

აგრეთვე სკოლის დირექცია დიდ მადლობას უხდის პროგრამა - „ასწავლე საქართველოსთვის“ ინგლისური ენის კონსულტანტ მასწავლებელს თაია მამარდაშვილს გაწეული შრომისა და ასეთი საინტერესო ღონისძიების მომზადებისთვის“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203