ტაბაკინის საჯარო სკოლის დირექცია კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავს
24-09-2020

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტაბაკინის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს. აბიტურიენტი 3 მოსწავლე იყო.

თამარ წულაიამ ჩააბარა აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამედიცინო ფაკულტეტზე. ხატია ნიკაჭაძემ - ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხელოვნებისა და მეცნიერების ფაკულტეტზე, ალექსანდრე კამლაძემ კი - აკაკი წერეთლის სახელობის სახელწიფო უნივერსიტეტში სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე.

დირექცია და მასწავლებლები ულოცავენ კურსდამთავრებულებს მიღწეულ შედეგს და წარმატებულ სტუდენტობას უსურვებენ.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203