ცხუნკურის N2 საჯარო სკოლაში სწავლა რეგულაციების სრული დაცვით მიმდინარეობს
24-09-2020

წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუნკურის N2 საჯარო სკოლაში სწავლა რეგულაციების სრული დაცვით დაიწყო.

სკოლამ წარმატებით გაიარა მონიტორინგი და სწავლა საკლასო ოთახებში განაახლა.  მაქსიმალურადაა დაცული სოციალური დისტანცია, როგორც დასვენებებზე, ისე სწავლის პროცესში.

„ყოველ დილით, გაკვეთილების დაწყებამდე,  მიმდინარეობს თერმოსკრინინგი, მორიგე  პედაგოგების ძალისხმევით. სკოლაში უცხო პირთა და ასევე მშობლის შესვლა აკრძალულია. კედელზე განთავსებულია ხელის სადეზინფექციო საშუალებები და აპლიკაციები. ხელის ხშირი დამუშავებით ვირუსის გავრცელების საფრთხე იკლებს.

ყველა საკვანძო წერტილი სველი წესითაა დამუშავებული, შემოსასვლელში განთავსებულია დეზობარიერი“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203