ოზაანის საჯარო სკოლის პედაგოგმა ხათუნა ხოსიტაშვილმა სტატუსი აიმაღლა
24-09-2020
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ოზაანის საჯარო სკოლის პედაგოგმა, ხათუნა ხოსიტაშვილმა სტატუსი აიმაღლა. პედაგოგს უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა.
სკოლა ხათუნა ხოსიტაშვილს პროფესიულ წინსვლას ულოცავს.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.