გაიცანით თბილისის N23 სკოლის თვითნასწავლი მხატვარი მეგი ჭითავა, რომელიც შთამბეჭდავ ნამუშევრებს ქმნის
23-09-2020

ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის N23 საჯარო სკოლას ნიჭიერი და წარმატებული მოსწავლეები ჰყავს.

ამჯერად, გაგაცნობთ 11 წლის თვითნასწავლ მხატვარს - მეგი ჭითავას.

მეგი კარიკატურულ სტილში საინტერესო და შთამბეჭდავ ნამუშევრებს ქმნის. მისი ულამაზესი შემოქმედება თვალშისაცემი და მიმზიდველია. მეგიმ ხატვა 2 წლიდან დაიწყო, 6 წლის ასაკში კი უკვე გამოფენებში მიიღო მონაწილეობა. 10 წლის ასაკში პროფესიონალურ ხატვას მიჰყო ხელი, ხატავს ზეთში პორტრეტებსა და კლასიკურ ნამუშევრებს. 

მეგის დიდი სურვილია, რომ მისი შემოქმედება მსოფლიომ გაიცნოს. 

იხილეთ ნამუშევრები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203