
ზაზა ფერაძის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის შორაპნის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საკლასო ოთახებში, რეკომენდაციების სრული დაცვით დაიწყო.
ეს დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო პირველკლასელებისთვის, რომლებსაც ლამაზად მორთული კლასები დახვდათ და საჩუქრად ბუკები გადაეცათ.
დირექცია ზრუნავს მოსწავლეთა და მასწავლებელთა ჯანმრთელობაზე და მათ ყოველდღიურად სკოლაში უსაფრთხო და ჯანსაღ გარემოს ახვედრებს.
იხილეთ ფოტოები