ჯვარას საჯარო სკოლის მოსწავლეები 15 ოქტომბრიდან ახალ შენობაში ისწავლიან
23-09-2020

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ჯვარას საჯარო სკოლის მოსწავლეები სწავლას კვლავ დისტანციურ რეჟიმში განაგრძობენ. ამის მიზეზი კი სკოლის ახალი შენობის მშენებლობაა, რომელიც მოსწავლეებსა და სკოლის პერსონალს 15 ოქტომბერს მიიღებს.

„იმედია, კორონავირუსი აღარ შეაფერხებს სწავლას საკლასო ოთახებში და აგვისრულდება სოფელ ჯვარას მკვიდრთ დიდი ხნის ოცნება, ჩვენმა ბავშვებმა ისწავლონ ევროსტანდარტებით აშენებულ სკოლაში, რაც კიდევ უფრო მეტი სტიმულის მომცემი იქნება როგორც მოსწავლეებისათვის, ასევე იმ ადამიანებისათვის, რომლებიც სოფლის დატოვებას აპირებდნენ სწორედ სკოლის ავარიულობის გამო, რადგან საფრთხის ქვეშ ყოფნა გვიხდებოდა“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203