
დუშეთის მუნიციპალიტეტის პავლეურის საჯარო სკოლის ორმა პედაგოგმა სტატუსი აიმაღლა და წამყვანი გახდა. დირექცია ულოცავს მასწავლებლებს პროფესიულ წინსვლას.
„პავლეურის საჯარო სკოლა დიდი სიყვარულით ულოცავს ჩვენს საამაყო პედაგოგებს - მეგი თეთრაძესა და თეა ამირხაშვილს წამყვანის სტატუსის მინიჭებას. კიდევ და კიდევ წარმატებები“,-ნათქვამია დირექციის მილოცვის წერილში.