დაბა თრიალეთის საჯარო სკოლის დირექცია 10 პედაგოგს სტატუსის ამაღლებას ულოცავს
23-09-2020

წალკის მუნიციპალიტეტის დაბა თრიალეთის საჯარო სკოლამ წარმატებით გაიარა მონიტორინგი და 15 სექტემბერს საკლასო ოთახებში განახლდა მეცადინეობა.

სკოლაში მიმდინარეობს ერთცვლიანი სწავლება.

„დაცულია covid-19 - თან დაკავშირებული ყველა წესი და ვასრულებთ  ყველა რეკომენდაციას.

სკოლის დირექცია ყველა პედაგოგს ულოცავს სკოლის დაწყებას და ასევე 10 პედაგოგს   სტატუსის (უფროსი) ამაღლებას“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203