მუხროვანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სწავლა ახალ კეთილმოწყობილ შენობაში განაახლეს
23-09-2020

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხროვანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სწავლა ახალ კეთილმოწყობილ შენობაში განაახლეს.

„2019-2020 წლს სოფელ მუხროვანიში აშენდა საჯარო სკოლა, საგანმანათლებლო დაწესებულებამ 60 ბავშვზეა გათვლილი და სრულად პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს. სკოლის შიდა და გარე სივრცე ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთათვის. აღსანიშნავია, რომ წლების მანძილზე ბავშვებს განათლების მიღება მძიმე პირობებში უწევდათ. ამიერიდან კი თითოეული მოსწავლე სწავლას ახალ შენობაში მათ საჭიროებაზე მორგებულ სივრცეში შეძლებს. ჩვენ გვჯერა რომ ახალი სკოლა სოფლის უკეთესი მომავლის საწინდარი იქნება“,- ნათქვამია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203