
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ოზაანის საჯარო სკოლის პედაგოგმა ნინო მეხრიშვილმა სტატუსი აიმაღლა. პედაგოგს წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა.
სკოლის დირექცია ულოცავს ნინო მეხრიშვილს პროფესიულ წინსვლას და წარმატებას უსურვებს.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.