თბილისის N113 საჯარო სკოლას 4 წამყვანი და 1 უფროსი მასწავლებელი შეემატა
23-09-2020

ცოტნე დადიანის სახელობის თბილისის N113 საჯარო სკოლას 4 წამყვანი და 1 უფროსი პედაგოგი შეემატა.

სკოლაში 29 პედაგოგიდან 4 წამყვანის სტატუსისაა, 24 უფროსის, 1 კი მაძიებელი მასწავლებელია.

„ცოტნე დადიანის სახელობის თბილისის N113 საჯარო სკოლის საამაყო მასწავლებლებს - რუსუდან გამყრელიძეს, მზია სურმავას, ლუდა მერებაშვილს და ნინო ლიკლიკაძეს ვულოცავთ წამყვანის სტატუსს, ხოლო ბატონ პაატა ბაღუაშვილს უფროსის სტატუსს. მრავალი წარმატება მოგველოცოს კიდევ“,-წერია დირექციის ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203