
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრაწყაროს საჯარო სკოლის პედაგოგმა და დირექტორმა, ეკა ედიბერიძემ სტატუსი აიმაღლა. ეკა ედიბერიძეს წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.