ზედა სიმონეთის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა, მარეხი ლიკლიკაძემ წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა
23-09-2020

დავით კლდიაშვილის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა სიმონეთის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა მარეხი ლიკლიკაძემ სტატუსი აიმაღლა. 

პედაგოგს წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა. 

სკოლის თანამშრომლები და დირექტორი გია ქასრაშვილი მარეხი ლიკლიკაძეს პროფესიულ წინსვლას ულოცავენ და წარმატებას უსურვებენ. 

აღსანიშნავია, რომ სკოლას 15 წამყვანი მასწავლებელი ჰყავს. 

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203