
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტაბაკინის საჯარო სკოლაში სწავლა საინტერესო სიახლეებით დაიწყო. სასწავლო პროცესი რეგულაციების სრული დაცვით მიმდინარეობს.
პირველ კლასში წელს 10 მოსწავლე შევიდა, რომელთაც საჩუქრად გადაეცათ კომპიუტერები.
ტაბაკინის საჯარო სკოლის დირექცია წინსვლასა და წარმატებებს უსურვებს თითოეულ მოსწავლესა და მასწავლებელს.