
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გეგუთის N2 საჯარო სკოლამ წარმატებით გაიარა შრომის ინსპექციის მონიტორინგი და ახალი სასწავლო წელი საკლასო ოთახებში განაახლა.
სკოლის ადმინისტრაცია ზრუნავს მოსწავლეთა და პედაგოგთა ჯანმრთელობაზე, შესაბამისად, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ყველა რეკომენდაცია დაცულია.
სასწავლო პროცესი რეგულაციების მკაცრი დაცვით მიმდინარეობს.