ცხუნკურის N1 საჯარო სკოლაში სწავლა რეგულაციების მკაცრი დაცვით დაიწყო
23-09-2020

წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის ცხუნკურის N1 საჯარო სკოლაში სწავლა რეგულაციების სრული დაცვით დაიწყო.

სკოლამ  წარმატებით გაიარა მონიტორინგი და სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა.  მაქსიმალურადაა დაცული სოციალური დისტანცია, როგორც დასვენებებზე, ისე სწავლის პროცესში.

ყოველ დილით, გაკვეთილების დაწყებამდე,  მიმდინარეობს თერმოსკრინინგი,  მორიგე  და დამხმარე პედაგოგების ძალისხმევით. სკოლაში უცხო პირსა და ასევე მშობელს შესვლა ეკრძალება.   კედელზე გვხვდება ხელის სადეზინფექციო საშუალებები და აპლიკაციები. ხელის ხშირი დამუშავებით ვირუსის გავრცელების საფრთხე იკლებს.

ყველა საკვანძო წერტილი სველი წესითაა დამუშავებული, შემოსასვლელში განთავსებულია დეზობარიერი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203