სატივის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საკლასო ოთახებში რეგულაციების დაცვით დაიწყო
23-09-2020

ხაშურის მუნიციპალიტეტის სატივის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საკლასო ოთახებში დაიწყო.

ადმინისტრაციამ იზრუნა მოსწავლეთა ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე, სკოლაში მაქსიმალურად არის დაცული ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროების მიერ შემუშავებული რეკომენდაციები.

პირველი დღე განსაკუთრებულად ფერადი და ლამაზი იყო დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის. მათ გაფორმებული ეზო და გალამაზებული კლასები დახვდათ. ამასთან, პედაგოგები მოსწავლეთა შორის დისტანციას იცავდნენ.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203