საჩინოს თემის N2 სკოლის მოსწავლეებს ახალ სასწავლო წელს ბიოლოგიის ახალი, გამრავალფეროვნებული კაბინეტი დახვდათ
23-09-2020

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს თემის N2 საჯარო სკოლაში 2020-2021 სასწავლო წლის დასაწყისში მოსწავლეებს ბიოლოგიის განსხვავებული კაბინეტი დახვდათ. ახალი ოთახი დიდი, ნათელი და ყვავილებით გალამაზებულია. ამაზე სკოლის დირექტორმა ეკატერინე ფიფიამ და ბიოლოგიის მასწავლებელმა ანნა წულაიამ არდადეგებზე იზრუნეს - შეიძინეს ქოთნები და გაამრავლეს ყვავილები.

კაბინეტში ცოცხალი კუთხეც არის. პირველმა ბინადრებმა – წითელყურა კუებმა ბავშვები გააოცეს და მოხიბლეს. მომავალში თუთიყუშებისა და ლოკოკინების შეძენა იგეგმება. ასევე გამოიყოფა მიკროსკოპზე მუშაობისა და მინი-საექსპერიმენტო კუთხე.

„ბიოლოგია უნდა ისწავლებოდეს არა მხოლოდ წერით და კითხვით, მას აუცილებლად სჭირდება ხელებით მუშაობა, კვლევებისა და ექსპერიმენტების ჩატარება. ძალიან მინდა და ყველანაირად ვეცდები ჩემს მოსწავლეებს შევაყვარო ეს საოცარი საგანი“,- ამბობს ანნა წულაია.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203