
თბილისის N60 სკოლის მასწავლებლებმა სტატუსი აიმაღლეს. პედაგოგებმა - ნინო ეთერიამ, მაია მჭედლიშვილმა, ეთერ ქუთათელაძემ და მედეა ჩაჩიბაიამ წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვეს.
სკოლა პედაგოგებს პროფესიულ წინსვლას ულოცავს და წარმატებას უსურვებს.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.