
გორის N10 საჯარო სკოლის 4-მა მასწავლებელმა წამყვანის სტატუსი მოიპოვა.
დირექცია ულოცავს პედაგოგებს: მაკა გასიტაშვილს, გიული ოქრიაშვილს, ნინო ღუღუნაძესა და ცირა ბუჯიაშვილს წამყვანი მასწავლებლის სტატუსს და უსურვებს მათ შემდგომ წარმატებებს!
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.