
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუნკურის N2 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელმა ხათუნა სულაბერიძემ სტატუსი აიმაღლა. მას წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა.
სკოლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი მასწავლებელს პროფესიულ წინსვლას ულოცავს.
„ჩვენ გვჯერა, რომ სკოლისთვის ეს არის საწყისი უფრო დიდი წარმატებისა“,- ნათქვამია მისალოც წერილში.