
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ხაბუმეს თემის N3 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი, ტრადიციულად, საკლასო ოთახებში, ყოველგვარი რეკომენდაციის დაცვით დაიწყო.
სკოლა დროებით განთავსებულია კერძო სახლში. ახალი სკოლის მშენებლობა, რომელიც გათვლილია 60 მოსწავლეზე, უნდა დასრულდეს 10 დეკემბრამდე.
სკოლაში მუშაობს 19 პედაგოგი. აქედან 3 წამყვანი და 10 უფროსი მასწავლებელია.
იხილეთ ფოტოები