ზერტის საჯარო სკოლას ოთხი წამყვანი მასწავლებელი შეემატა
23-09-2020

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტის საჯარო სკოლას ოთხი წამყვანი მასწავლებელი შეემატა.

სტატუსი პედაგოგებმა - ლამზირა ოქროპირიძემ, ნანა მიჩიტაშვილმა, ეკატერინე ინაურმა და თინათინ ტიელიძემ აიმაღლეს. 

სკოლის დირექცია და პედაგოგები მასწავლებლებს პროფესიულ წინსვლას ულოცავენ.

„ზერტის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები, წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მინიჭებას ულოცავენ დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებს: ლამზირა ოქროპირიძეს, ნანა მიჩიტაშვილს, ეკატერინე ინაურს, ასევე თინათინ ტიელიძეს და უსურვებენ წარმატებებს“,- ნათქვამის მისალოც წერილში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203