ჩალაუბნის საჯარო სკოლაში სწავლა საკლასო ოთახებში რეგულაციების სრული დაცვით მიმდინარეობს
23-09-2020
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ჩალაუბნის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში, რეგულაციების სრული დაცვით, მიმდინარეობს.
სკოლის დირექციამ და თითოეულმა მასწავლებელმა განათლების და ჯანდაცვის სამინისტროების რეკომენდაციები სრულად გაითვალისწინა და მოსწავლეებს გაკვეთილები ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოში უტარდებათ.